Accentnews.ge
"კორონავირუსის ხელახალი ეპიდაფეთქების გამო ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია შეიქმნა"

"კორონავირუსის ხელახალი ეპიდაფეთქების გამო ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია შეიქმნა"

06/07/2020 08:05:12 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ახალი კორონავირუსის ხელახალი ეპიდაფეთქების გამო ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია შეიქმნა.

"აუცილებელია დამატებითი ზომების მიღება, რათა ვირუსს გავუმკლავდეთ", – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30 000-ს უახლოვდება. COVID-19-ით გარდაცვლილია 330-ზე მეტი ადამიანი.

მაისში ისრაელში ეპიდსიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესებული იყო, რის გამოც საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებდა, დიდი ალბათობით, ისრაელი იქნებოდა. მაისის ბოლოდან ისრაელში ისევ მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა. ივლისის დასაწყისიდან პერიოდულად, დღეში ათასზე მეტი ახალი შემთხვევაც კი ფიქსირდება.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 536 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 560 000–ს გადააჭარბა, 6 538 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 953-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S