Accentnews.ge
ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19–ით თითქმის 2–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთში

ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19–ით თითქმის 2–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთში

06/07/2020 07:18:40 მსოფლიო

ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19–ით თითქმის 2–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთში. დღე–ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში 523 დამიანი დაინფიცირდა, სომხეთში კი – 330.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში Covid-19-მა 250 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 20 324 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 11 742 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 536 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 560 000–ს გადააჭარბა, 6 538 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 953-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S