Accentnews.ge
სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2–ჯერ შემცირდა

სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2–ჯერ შემცირდა

06/07/2020 07:09:03 მსოფლიო

სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2–ჯერ შემცირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 330 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი – 706.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 491 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 28 936 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 28 936 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 536 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 560 000–ს გადააჭარბა, 6 538 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 953-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S