BBC: "როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი" საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში"
06/07/2020 06:58:56 საზოგადოება
"როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი" საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში", – ამ სათაურით აქვეყნებს BBC სტატიას, რომელშიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებებია აღწერილი.
სტატიაში ქართველი ექიმები ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე "სამ მუშკეტერად" არიან მოხსენიებულნი. ამასთან, სტატიაში ხაზგასმულია კიდევ ერთი ქართვეელი ექიმის მარინა ეზუგბაიას როლიც.
პუბლიკაციაში საუბარია გასული თვეების განმავლობაში დაწესებულ შეზღუდვების, პრევენციისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიასა და თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიის წინაღმდეგ რუსული დეზინფორმაციის შესახებ.
სტატიის თანახმად, ეპიდემიასთან გამკლავებაში მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის პასუხისმგებლობაც:
"პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი ხარისხის მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ეპიდემიასთან ბრძოლის ძალისხმევას. დიდი გამოცდა იყო აღდგომის კვირა დღე, როდესაც შიშობდნენ, რომ ღამის მსახურებას ეკლესიებში ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი დაესწრებოდა. ქვეყნის ძლიერმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა ზიარების დროს საერთო კოვზის გამოყენებაზე, თუმცა ხალხის უმრავლესობა მეცნიერების რჩევებს მიჰყვა და სახლში დარჩა".
ამასთან, სტატიაში ნახსენებია საერთაშორისო ფრენების გადადების საკითხი, რაც ჟურნალისტის თქმით, ტურიზმის სექტორზე არასახარბიელოდ აისახება.


