ენიო მორიკონე გარდაიცვალა
06/07/2020 06:48:55 საზოგადოება
იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მორიკონემ მხატვრული და ტელე-ფილმებისთვის 500-ზე მეტი მუსიკა დაწერა. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა სერჟიო ლეონე, ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები.
მუსიკოსს მიღებული აქვს 2 ოსკარი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისა და საუკეთესო კინომუსიკისთვის.


