ოკუპირებული აფხაზეთიდან დაჭრილი გადმოიყვანეს
06/07/2020 06:05:24 საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთიდან დაჭრილი გადმოიყვანეს. შუახნის კაცს ქვედა კიდურის არეში ჭრილობა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
პაციენტს პირველადი დახმარება ზუგდიდში გაეწია, შემდეგ კი ის ქუთაისში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა არსებობს მომხდარის სხვა ვერსიებიც.


