Accentnews.ge
ინდოეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო

ინდოეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო

06/07/2020 05:20:06 მსოფლიო

ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში Covid-19-ის 25 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 697 887-მდე გაიზარდა.

აღნიშნული მაჩვენებლით ინდოეთმა რუსეთს გადაუსწრო და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე პოზიცია დაიკავა აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 536 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 560 000–ს გადააჭარბა, 6 538 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 951-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 828 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S