გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია
05/07/2020 07:34:27 საზოგადოება
კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე ცნობით, ინფიცირებულთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 951 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 828 პირი გამოჯანმრთელდა.


