აზერბაიჯანში COVID-19–ის 8 212 აქტიური შემთხვევაა
03/07/2020 15:37:32 მსოფლიო
აზერბაიჯანში დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 582 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 7 ადამიანი.
ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ვირუსისგან 395 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 8 212 პაციენტი მკურნალობს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში COVID-19-ის 19 267 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 235 ადამიანი, ვირუსისგან 10 820 პაციენტი განიკურნა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 524 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 991 000–ს გადააჭარბა, 5 151 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 943-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 821 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


