Accentnews.ge
Wizz Air-მა უკრაინაში ახალი ბაზა გახსნა

Wizz Air-მა უკრაინაში ახალი ბაზა გახსნა

03/07/2020 12:00:26 მსოფლიო

უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა უკრაინის ქალაქ ლვოვში ახალი ბაზა გახსნა. ამ ლოკაციაზე ბაზირებული თვითმფრინავი ლვოვიდან და ხარკოვიდან რეისებს ევროპის სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს. ბილეთის ფასი 14.99 ევროდან დაიწყება.

უკრაინაში Wizz Air-მა პირველი ბაზა კიევში, ჟულიანის აეროპორტში რამდენიმე წლის წინ გახსნა. ავიაკომპანია 2020 წლის ბოლომდე ლვოვში ბაზირებული თვითმფრინავის რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

Wizz Air თავისი პირველი ბაზის დაფუძნებას სექტემბრიდან გეგმავს რუსეთში, სანკტ-პეტერპურგის პულკოვოს აეროპორტში, საიდანაც, ჯამში, 11 მიმართულებით იფრენს.

ინფორმაციითვის: 30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უნგრულმა ავიაკომპანიამ ქუთაისში არსებული ბაზის ოპერაციები დროებით შეაჩერა. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაზა არ დაუხურავთ, თუმცა ქუთაისში ბაზირებული თვითმფრინავები უკვე რამდენიმე თვეა, სხვა ქვეყანაშია გადაყვანილი. მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები გახდა. თავდაპირველად, შეზღუდვის გაუქმება 1 ივლისისთვის დაანონსდა, თუმცა შემდეგ შეზღუდვა გაახანგრძლივა და სადღეისოდ დაზუსტებით უცნობია, როდის აღდგება საერთაშორისო ფრენები.

პანდემიამდე Wizz Air ქუთაისის ბაზიდან ევროპის 27 მიმართულებით დაფრინავდა. 2020 წლის რეისების 12 ახალი მიმართულებით დანიშნვა იგეგმებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S