ძლიერი აფეთქება თურქეთში – დაშავდა ათობით ადამიანი
03/07/2020 10:55:45 მსოფლიო
თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად დაშავებული 41 ადამიანი.
ქარხნის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ აფეთქების დროს შენობაში 150-200 ადამიანი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. დაშავებულები ჰოსპიტალიზებულები არიან.
აფეთქების მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.


