Accentnews.ge
გერმანია ჰონგ-კონგის გამო შიშობს

გერმანია ჰონგ-კონგის გამო შიშობს

03/07/2020 10:18:55 მსოფლიო

გერმანია შიშობს, რომ ჩინეთის მიერ მიღებული უსაფრთხოების კანონით ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირი ეთხრება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

”ღია დიალოგის საფუძველზე, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, ასევე ჰონგ-კონგის მომავალზე, რომელთან დაკავშირებითაც გვაშფოთებს ის, რომ მნიშვნელოვან პრინციპს - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“- ძირი ეთხრება,“ - აღნიშნა მერკელმა ბუნდესრატში, სადაც მან გერმანიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მომავალი 6 თვის პერიოდის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მერკელმა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და ანიშნა, რომ წარმატებული ურთიერთობისთვის ევროპის ერთიანობაა საჭირო. ”იმისთვის, რომ ჩინეთთან წარმატებული ურთიერთობები გვქონდეს და ჩვენი ევროპული ინტერესები ეფექტურად წარმოვადგინოთ, ევროპამ დაბეჯითებით, ერთიანი ხმით უნდა ისაუბროს,“- განაცხადა ანგელა მერკელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S