Accentnews.ge
ბოლო 24 საათში Covid-19-ით უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში

ბოლო 24 საათში Covid-19-ით უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში

03/07/2020 09:57:31 მსოფლიო

ბოლო 24 საათში Covid-19-ით უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. დღე –ღამის გამავლობაში უკრაინაში დაავდებით 27 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ევროპის ხსნებულ სამივე ქვეყანაში ჯამში [საფრანგეთი –14, ესპანეთი –5 და გერმანია –3] – 22.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში Covid-19-მა 1 212 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 46 763 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 20 558 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 524 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 991 000–ს გადააჭარბა, 5 151 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 943-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 821 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S