Accentnews.ge
ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

03/07/2020 09:08:05 საზოგადოება

ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, COVID-19 კარანტინში მყოფ პირს დაუდასტურდა, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ ღამეს ბათუმში კორონავირუსზე 343 პირი გამოიკვლიეს, მათგან მხოლოდ ერთი პაციენტის კვლევის პასუხი აღმოჩნდა დადებითი.

აჭარაში ამ დროისთვის ჯამში სამი ინფიცირებული რჩება, რომლებიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 22 644 პირს. კარანტინში იმყოფება 1587 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S