Accentnews.ge
მოსკოვმა ერევანი ტელეეთერში ნავალნის გამოჩენის გამო გააკრიტიკა

მოსკოვმა ერევანი ტელეეთერში ნავალნის გამოჩენის გამო გააკრიტიკა

03/07/2020 08:37:43 მსოფლიო

კრემლის რუპორად ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა სომხეთი მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გამოჩენისგამო გააკრიტიკა.

«ჩვენ ისე გვიყვარს სომხეთი, ის ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა. მაგრამ ამ ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რუსეთის საკონსტიტუციო ცვილებების შესახებ რეპორტაჟში გვიჩვენეს ნაცისტი ნავალნი, - სწორედ ის ნავალნი, რომელიც სომხებს “ხაჩებად” მოიხსენიებდა, რომელსაც სძულს სომხები, სძულს სომხეთი… და თქვენ – სომხეთის საზოგადოებრივო მაუწყებელო, ამ კაცს თქვენს ეთერში გვიჩვენებთ?! ყოჩაღ თქვენ!” - განაცხადა პირდაპირ ეთერში სოლოვიოვმა.

საპასუხოდ თავად ნავალნიმ სოციალურ ქსელ «ტვიტერში» დაწერა, რომ მსგავსი რამ სომხეთსა და სომხებზე არასოდეს უთქვამს და რომ სოლოვიოვმა ეს ყველაფერი «მოიგონა». ამასთან, მან რუს ტელეწამყვანს კითხვით მიმართა:

«როცა ნაცისტებზე ვსაუბრობთ, იქნებ გაიხსენოთ, რომ მთელი ფილმი გადაიღეთ მუსოლინის ხოტბა-დიდებით და ახლა მე მადანაშაულებთ ნაციზმში?!».

განცხადება გაავრცელა რუსეთის სომეხთა კავშირმაც, რომელმაც სომხური საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ნავალნის გამოჩენას «კარგად დაგეგმილი ანტისომხური აქცია” უწოდა და მოუწოდა ქვეყნის ხელმძღვანელობას, ამ ფაქტზე რეაგირება მოახდინოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S