Accentnews.ge
4–დღიანი კლების შემდეგ, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა

4–დღიანი კლების შემდეგ, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა

03/07/2020 07:49:56 მსოფლიო

4–დღიანი კლების შემდეგ, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 662 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 28 ივნისის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 469 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 27 320 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 15 484 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 524 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 991 000–ს გადააჭარბა, 5 151 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 943-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 821 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S