Accentnews.ge
ტრამპი ქვეყანაში COVID-19–ის შემთხვევების რეკორდულ ზრდას ტესტირებას უკავშირებს

ტრამპი ქვეყანაში COVID-19–ის შემთხვევების რეკორდულ ზრდას ტესტირებას უკავშირებს

03/07/2020 06:37:52 მსოფლიო

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყნებზე უკეთეს ტესტირებას ვატარებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები კლებულობს.

„კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვინაიდან ჩვენი ტესტირება უფრო მასიური და კარგია, ბევრად უფრო მასშტაბური და უკეთესი, ვიდრე სხვა ქვეყნების. ეს კარგი ამბავია, მაგრამ კიდევ უფრო კარგი ახალი ამბავი ისაა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიკლო,“ - წერს ტრამპი.

ცნობისათვის: აშშ–ში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში დაავდების 55 274 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი აშშ-ის 50 შტატიდან 37-ში გაიზარდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-მა 131 485 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 2 837 189 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1 191 091 პირი.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი აშშ-ის 50 შტატიდან 37-ში გაიზარდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროგნოზით, 25 ივლისამდე COVID-19 ქვეყანაში 148 000 ადამიანს შეიწირავს.

როგორც ცენტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, თუ ქვეყანა ინფექციის გაკონტროლებას ვერ შეძლებს, აშშ კიდევ უფრო დიდი ეპიდაფეთქების წინაშე დადგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S