საქართველოში COVID-19–ის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
03/07/2020 06:07:35 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19 ოთხ პირს დაუდასტურდა. ამრიგად, 941 –მდე გაიზარდა რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპციალურ ვებ–გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური მონაცემებითვე, კოვიდ–ცენტრები ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა და ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 821–მდე გაიზარდა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 3080 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.
საქართველოში კორონავირუსს ჯამში 15 მოქალაქე ემსხვერპლა.


