Accentnews.ge
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროგნოზით,  25 ივლისამდე COVID-19 ქვეყანაში 148 000 ადამიანს შეიწირავს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროგნოზით,  25 ივლისამდე COVID-19 ქვეყანაში 148 000 ადამიანს შეიწირავს

03/07/2020 05:38:41 მსოფლიო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროგნოზით, 25 ივლისამდე COVID-19 ქვეყანაში 148 000 ადამიანს შეიწირავს.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი აშშ-ის 50 შტატიდან 37-ში გაიზარდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-მა 131 485 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 2 837 189 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1 191 091 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 524 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 991 000–ს გადააჭარბა, 5 151 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 939-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 817 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S