ბრაზილიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა
03/07/2020 05:28:29 მსოფლიო
ბრაზილიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა. ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 48 105 ადამიანია დაინფიცირდა და 1 252 გარდაიცვალა
როგორც კოვიდინფიცირებულების ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიაში Covid-19-მა 61 990 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 501 353 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 916 147 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 524 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 991 000–ს გადააჭარბა, 5 151 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 939-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 817 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


