Accentnews.ge
ბოლო 24 საათში აშშ–ში COVID-19–ით 55 274 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში აშშ–ში COVID-19–ით 55 274 ადამიანი დაინფიცირდა

03/07/2020 05:13:12 მსოფლიო

აშშ–ში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში დაავდების 55 274 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი აშშ-ის 50 შტატიდან 37-ში გაიზარდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-მა 131 485 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 2 837 189 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1 191 091 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 524 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 991 000–ს გადააჭარბა, 5 151 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 939-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 817 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S