შვედეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70 000-ს გადააჭარბა
02/07/2020 13:36:41 მსოფლიო
შვედეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70 000-ს გადააჭარბა.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 41 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში შვედეთში Covid-19-ით 5 411 ადამიანია დაღუპული.
შვედეთმა დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად შედარებით მსუბუქი მიდგომა აირჩია და ქვეყანაში მკაცრი კარანტინი არ გამოაცხადა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 519 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 800 000–ს გადააჭარბა, 6 033 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 939-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 817 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


