საფრანგეთი თურქეთთან უთანხმოების გამო ნატო-ს უსაფრთხოების ოპერაციაში მონაწილეობას წყვეტს
02/07/2020 13:14:59 მსოფლიო
საფრანგეთი თურქეთთან უთანხმოების გამო ნატო-ს უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველში“ მონაწილეობას დროებით წყვეტს, - იუწყება BBC.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი თურქეთის მიერ ლიბიაში იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს დარღვევაა.
ლიბიის კრიზისის, ასევე ჩრდილოეთ სირიასა და ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მოქმედებებისა გამო პარიზსა და ანკარას შორის ურთიერთობები ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ინციდენტი 10 ივნისს, ფრანგულ და თურქულ სამხედრო გემებს შორის ლიბიის სანაპიროებთან მოხდა, როდესაც, საფრანგეთის მტკიცებით, ფრანგული სამხედრო გემი "Courbet" თურქული ფრეგატის სამიზნეში აღმოჩნდა. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალურმა პარიზმა ყალბი ინფორმაცია გაავრცელა ხმელთაშუა ზღვაში თურქულ და ფრანგულ ფრეგატებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ. ანკარა მევლუთ ჩავუშოღლუ საფრანგეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.


