რუსეთმა საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა
02/07/2020 12:34:04 მსოფლიო
“როსავიაციამ” მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო ფრენებზე მოქმედი შეზღუდვა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივოს, - იუწყება “РБК” უწყების ბრძანებულებაზე დაყრდნობით.
მანამდე ფრენების აღდგენის თარიღად 15 ივლისი სახელდებოდა. ახლა 1 აგვისტომდე რუსეთში შესვლა უცხოელების უმრავლესობას ეკრძალება.
ცნობისთვის: ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა ფრენებზე შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლებამაც.


