Accentnews.ge
სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა დროებით გადაიფიქრეს

სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა დროებით გადაიფიქრეს

02/07/2020 12:27:10 საზოგადოება

სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა დროებით გადაიფიქრეს.

"ჯერჯერობით გაფიცვა ჩერდება, საგაფიცვო პერიოდში ვრჩებით, არგვაკმაყოფილებს ის, რაც მოგვცეს, შესაბამისად ვმუშაობთ სამუშაო ჯგუფით, რომელშიც იქნებიან პროფკავშირის წარმომადგენელი სოციალური აგენტები აგვისტოს ბოლომდე თუ არ იქნება", - განაცხადა "სოლიდარობის ქსელის" იურისტმა დავით ომსარაშვილმა.

ასამდე სოციალური აგენტი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 2 ივლისიდან უნდა გაფიცულიყო. საქართველოში სულ 250-მდე სოციალური აგენტია. მათი ხელფასი 80 ლარია, ამას ემატება თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 4,8 ლარი. ისინი ამბობენ, რომ თბილისში დასაქმებული აგენტის ხელფასი ქალაქში 600 ლარამდე გამოდის, რაიონში კი 300-მდე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა 1 ივლისს განაცხადა, რომ სოც. აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა და 250 ლარი გახდა. გარდა ამისა, 100 ლარით გაიზრდება უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებაც და 450 ლარის ნაცვლად 550 ლარი გახდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S