ფაუჩი აშშ–ში კიდევ უფრო დიდ ეპიდაფეთქებას პროგნოზირებს
02/07/2020 11:34:10 მსოფლიო
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ თუკი კორონავირუსის გავრცელების მკვეთრი ზრდის გაკონტროლება არ მოხდება, შესაძლოა, ქვეყანა კიდევ უფრო დიდი ეპიდაფეთქების წინაშე აღმოჩნდეს.
„ძალიან ცუდი დარტყმა მივიღეთ, უარესი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანამ, როგორც ინფიცირებულთა მაჩვენებლის კუთხით, ისე გარდაცვალების შემთხვევებით. სიტუაცია კონტროლს უნდა დავუქვემდებაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკის ქვეშ ვართ, რომ აშშ-ში კიდევ უფრო დიდი ეპიდაფეთქება გვექნება“, – განუცხადა ენტონი ფაუჩიმ BBC–ს.
შეგახსენებთ, აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 898 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ამდენად, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 682 270-ს მიაღწია, მათგან 128 028 პაციენტი გარდაიცვალა.


