მედია: ბრიტანეთი საზღვრებს 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის
02/07/2020 10:31:41 მსოფლიო
„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო საზღვრებს 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის.
ქვეყნების ზუსტი სია მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი საზღვრებს თურქეთს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას გაუხსნის.მათ შორის ვერ მოხვდნენ აშშ, რუსეთი, ბრაზილია და შვედეთი.
სიაში მოხვედრილი ქვეყნების მოქალაქეები გაერთიანებულ სამეფოში შესვლას 14-დღიანი კარანტინის გარეშე შეძლებენ.


