Accentnews.ge
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტარონ აბიტურიენტებმა კორონავირუსზე PCR ტესტი

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტარონ აბიტურიენტებმა კორონავირუსზე PCR ტესტი

02/07/2020 09:21:24 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა ჩაიტარონ აბიტურიენტებმა ახალ კორონავირუსზე PCR ტესტი.

"აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდების წინა დღეებში მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, აუცილებლად უნდა მივიდნენ შესაბამის ცენტრებში და PCR ტესტი გაიკეთონ. ჩამონათვალი იმ ადგილების, სადაც ასეთ დროს აბიტურიენტებს მისვლა შეუძლიათ ვრცელია, 40-მდე ობიექტია. პასუხი 24 საათში იქნება და ამის მიხედვით უნდა წარდგნენ გამოცდაზე",-აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ.

„იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერთით, გამოცდის ჩატარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა საგამოცდო სივრცეში ფანჯრები ღია უნდა იყოს, მაგრამ თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე ავა, კონდიციონერის ჩართვა შესაძლებელი იქნება.

ცნობისთვის: ერთიანი ეროვნული გამოცდები 6-25 ივლისს ჩატარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S