კარანტინის დროს ევროპარლამენტი გაძარცვეს
02/07/2020 08:22:03 მსოფლიო
ბრიუსელში კარანტინის დროს ევროპარლამენტიდან კომპიუტერები და სხვა ნივთები მოიპარეს.
ქურდებმა ევროპარლამენტის შენობაში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ის კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო ცარიელი იყო.
კომპიუტერები და სხვა ნივთები სულ მცირე 50 ევროპარლამენტარს მოჰპარეს.
ერთ-ერთი დაზარალებული გერმანელი დეპუტატი ნიკო სემსროტია. ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ის იმედგაცრუებულია ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რეაგირების ნაკლებობით.
„ეს არის დიდი სკანდალი და არ ვიცი, რატომ დუმს ყველა“, – აცხადებს სემსროტი.


