Accentnews.ge
სომხეთმა Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობით ისრაელს გადაუსწრო

სომხეთმა Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობით ისრაელს გადაუსწრო

02/07/2020 07:15:33 მსოფლიო

სომხეთმა Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობით ისრაელს გადაუსწრო. ბოლო 24 საათში სომხეთში დაავადებით 593 ადამიანი დაინფიცირდა და 6 გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 459 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 26 658 შემთხვევა. ისრაელში კი დაავადებას 322 ადამიანია შეეწირა და 26 257 დაინფიცირდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 519 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 800 000–ს გადააჭარბა, 6 033 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 939-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 817 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S