უკრაინაში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 45 000–ს გადააჭარბა
02/07/2020 07:03:41 მსოფლიო
უკრაინაში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 45 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 889 ადამინი დაინფიცირდა და 12 გარდაიცვალა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში Covid-19-მა 1 185 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 45 887 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 20 053 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 519 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 800 000–ს გადააჭარბა, 6 033 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 939-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 817 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


