ბრაზილიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 60 000-ს გადააჭარბა
02/07/2020 04:30:01 მსოფლიო
ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 46 712 ადამიანია დაინფიცირდა და 1 038 გარდაიცვალა
როგორც კოვიდინფიცირებულების ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიაში Covid-19-მა 60 713 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 453 369 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 916 147 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 519 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 800 000–ს გადააჭარბა, 6 033 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 931-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


