Accentnews.ge
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 898 ადამიანი დაინფიცირდა

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 898 ადამიანი დაინფიცირდა

02/07/2020 04:08:41 მსოფლიო

აშშ-ში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 52 898 ადამიანი დაინფიცირდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსს კიდევ 706 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

როგორც ინფიცირების შემთხვევების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-მა 130 798 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 2 779 953 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1 164 680 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 519 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 800 000–ს გადააჭარბა, 6 033 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 931-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S