Accentnews.ge
დიპლომატმა გაამხილა, რას ითხოვდა რუსეთი ბელარუსისგან

დიპლომატმა გაამხილა, რას ითხოვდა რუსეთი ბელარუსისგან

01/07/2020 20:52:27 მსოფლიო

რუსეთისა და ბელარუსის შესაძლო ინტეგრაციის პირვანდელი ვარიანტი, რომელიც 2019 წლის დასაწყისში სოჭში მოლაპარაკების დროს წარმოადგინეს, მინსკის მხრიდან ნაციონალური დონის უფლებამოსილების 95%-ის რუსეთისთვის გადაცემას ითვალისწინებდა, - განაცხადა რუსეთში ბელარუსის ელჩმა რუსეთში ულადზიმირ სემაშკომ.

დიპლომატმა 2019 წლის 13 თებერვალი გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, სოჭში რურული მხარის მიერ მომზადებული წინადადებები გააცნეს, რომელიც მან თავის მხრივ ბელარუსის პრეზიდენტს გადაუგზავნა.

„პრეზიდენტმა თავისთან მიმიწვია და ვუთხარი, „ეს ნამდვილი „ხელები მაღლაა“ - მეთქი“, - განაცხადა ელჩმა.

რუსეთისა და ბელარუსის შესაძლო ინტეგრაციის თაობაზე მოლაპარაკებები 2019 ლის ბოლოს შეწყდა. მოსკოვმა და მინსკმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა რუსეთის ნავთობის 2020 წლის განმავლობაში შეღავათიან ფასად მიწოდების თაობაზეც. ბელარუსის პრეზიდენტმა მოსკოვი „ხელების გადაგრეხვით“ მინსკისგან „უსიტყვო მორჩილების“ მიღწევის მცდელობაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S