Accentnews.ge
ისრაელში COVID-19–ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ისრაელში COVID-19–ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

01/07/2020 18:37:22 მსოფლიო

ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, გამოავლინეს 980 ახალი შემთხვევა.

ცნობისთვის: ისრაელს 26 000-ზე მეტი ინფიცირებული ჰყავს, მათგან 58-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25 პაციენტი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ვირუსს ქვეყანაში ჯამში 321 ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის: განიხილებოდა, რომ საქართველოს პირველი საერთაშორისო ტურისტები სწორედ ისრაელიდან უნდა მიეღო, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო პროცესი გაურკვეველი დროით გადაიდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S