გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა
01/07/2020 12:26:56 მსოფლიო
გერმანიამ დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვით გადაიბარა. გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდში პრიორიტეტი ევროპის ქვეყნების მიერ „კოვიდ 19“-ის პანდემიის შედეგების დაძლევა იქნება.
2009 წლის ლისაბონის შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის წევრები, რომლებსაც მომავალი 18 თვის განმავლობაში თავმჯდომარეობა უწევთ, ჯგუფურად თანამშრომლობენ ე.წ. „ტრიოს“ ფორმატში. სამეული განსაზღვრავს გრძელვადიან მიზნებს და ევროკავშირის დღის წესრიგს ამზადებს, რომელსაც საბჭო მომავალი 18 თვის განმავლობაში განიხილავს. თითოეული ქვეყანა კი საკუთარ 6-თვიან პროგრამას უფრო დეტალურად ამზადებს. ამჟამინდელ „ტრიოს“ წარმოადგენენ- გერმანია, პორტუგალია და სლოვენია.


