აქციის მონაწილეებმა საქართველო–თურქეთის საზღვართან გზის გადაკეტვა სცადეს
01/07/2020 11:42:15 საზოგადოება
საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის მოთხოვნით, სარფში საპროტესტო აქცია გაიმართა.
ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნას ის მოქალაქეები მოითხოვენ, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 300–ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია, რომელიც საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებულ პირებზე გაიცემა, საარსებოდ საკმარისი არაა.
დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც ადგილზე პოლიციასთან შეხლა–შემოხლა მოჰყვა.
ცნობისთვის: საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდანაა შეჩერებული.


