ნატო-მ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთისთვის თავდაცვის ახალი გეგმა დაამტკიცა
01/07/2020 10:26:58 მსოფლიო
ნატო-მ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთისთვის თავდაცვის ახალი გეგმა დაამტკიცა. გეგმის დამტკიცებას წინ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები უძღოდა.
ალიანსის თავდაცვის გეგმის დეტალები ამ დროისთვის გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ ის ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას მოიცავს.
უნდა აღინიშნოს,. რომ გეგმის ძალაში შესვლას თურქეთმა ვეტო არაერთხელ დაადო, რადგან ოფიციალური ანკარა ქურთების „სახალხო დაცვის შენაერთის“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვდა.


