Accentnews.ge
რუსეთის მოქალაქეებმა მოსკოვში მიმდინარე მოვლენები თბილისში გააპროტესტეს

რუსეთის მოქალაქეებმა მოსკოვში მიმდინარე მოვლენები თბილისში გააპროტესტეს

01/07/2020 10:17:12 პოლიტიკა

რუსეთის მოქალაქეების მცირე ჯგუფმა რუსეთში მიმდინარე რეფერენდუმი საქართველოდან გააპროტესტა. მოქალაქეები თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან შეიკრიბნენ, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაა განთავსებული.

აქციის მონაწილეთა შეფასებით, კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის მმართველობის 2036 წლამდე გახანგრძლივება კატასტროფულ შედეგებს მოუტანს არა მხოლოდ უშუალოდ რუს ხალხს, არამედ რუსეთის სამეზობლოსაც.

მათ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდეს, კრემლის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ.

„ვაპროტესტებთ პუტინის რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში და მოვუწოდებთ რუსეთის მოქალაქეებს, ხმა არ მისცენ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“ - განაცხადა რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ველიკოვმა.

  • პუტინი რუსეთის სათავეში 2000 წლიდან იმყოფება. 2008 წელს მან დიმიტრი მედვედევთან პრეზიდენტისა და პრემიერის თანამდებობებს შორის როქი განახორციელა.
  • ახლა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაში პუტინს შესაძლებლობა ეძლევა, მისი საპრეზიდენტო ვადების განულებით ხელისუფლების სათავეში 2036 წლამდე დარჩეს.
  • საყოველთაო კენჭისყრა ოფიციალურად 1 ივლისისთვის არის დაგეგმილი, თუმცა რუსეთის მთელ რიგ რეგიონებში და უცხოეთში გახსნილ უბნებზე იგი წინმსწრებად – 25 ივნისიდან მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S