Accentnews.ge
რეკომენდაციის მიუხედავად, იტალია ევროკავშირის არაწევრ 14 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს საზღვრს არ უხსნის

რეკომენდაციის მიუხედავად, იტალია ევროკავშირის არაწევრ 14 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს საზღვრს არ უხსნის

01/07/2020 09:55:46 მსოფლიო

ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციის მიუხედავად, იტალია ორგანიზაციის 14 არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს არ უხსნის.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზას განცხადებით, ეპიდსიტუაცია მსოფლიოში ჯერ კიდევ რთულია და იტალიელების მიერ პანდემიის გამო გაღებულმა მსხვერპლმა ტყუილად არ უნდა ჩაიაროს.

ამასთან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში შენგენის ზონის ქვეყნებიდან ჩავლენ ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრი და შენგენის ზონის ქვეყნის, ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, რობერტო სპერანზას თქმით, მათ იტალიაში გამგზავრება თავისუფლად შეუძლიათ და ამ მიმართულეით არაფერი იცვლება.

ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. იმ ქვეყნების სრული სია, რომლებსაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის, ასეთია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი. სიაში მეთხუთმეტე ქვეყანაა ჩინეთი, თუმცა ევროკავშირი საზღვარს იმ პირობით გახსნის, თუ ჩინეთიც ასევე გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის მოქალაქეებს.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაციის გათვალისწინება სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ფრენების აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო, თუმცა დღეს, 30 ივნისს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იქნება.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 514 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 590 000–ს გადააჭარბა, 5 800 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 931-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 795 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S