"2 კვირის ვადა მიეცით კომპანიას, თუ ვერ გააკეთებს, შეგიძლიათ, გააგდოთ და ისე „გააშავოთ“, რომ ვერც ერთ ტენდერში მონაწილეობა ვეღარ შეძლოს"
01/07/2020 08:10:39 საზოგადოება
კომპანიას, რომელსაც მუხიანის მე-4 მიკრორაიონში სკვერი უნდა მოეწყო თბილისის მერი 2 კვირიან ვადას აძლევს, დაწყებული საქმის დასასრულებლად. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და მოადგილესა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელს კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაავალა.
"დაიბარეთ ეს კომპანია დღესვე და მიეცით 2 კვირის ვადა, თუ ის ვერ გააკეთებს სამუშაოებს, შეგიძლიათ გააგდოთ, პირდაპირ ამ სიტყვების მნიშვნელობით და გააშაოთ ისე, რომ საქართველოში ვერცერთ ტენდერში ვერ შეძლოს მონაწილეობის მიღება", - განაცხადა კახა კალაძემ.


