Accentnews.ge
რუსეთში 10 ივნისის შემდეგ პირველად, COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში 10 ივნისის შემდეგ პირველად, COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

01/07/2020 08:02:13 მსოფლიო

რუსეთში 10 ივნისის შემდეგ პირველად, COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში დაავადებით 6 556 ადამიანი დაინფიცირდა და 216 გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19-მა 9 536 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 654 405 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 422 931 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 514 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 590 000–ს გადააჭარბა, 5 800 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 931-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 795 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S