2–დღიანი კლების შემდეგ სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა
01/07/2020 07:45:43 მსოფლიო
2–დღიანი კლების შემდეგ სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავდებით 532 ადამიანი დაინფიცირდა და 10 გარდაიცვალა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 453 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 26 065 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 14 563 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 514 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 590 000–ს გადააჭარბა, 5 800 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 931-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 795 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


