"3 ახალი შემთხვევიდან 2 შემოტანილია, 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი"
01/07/2020 07:05:51 საზოგადოება
"3 ახალი შემთხვევიდან 2 შემოტანილია. ისინი არიან სატვირთო მანქანების მძღოლები. 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი", – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად ქვეყანაში ვირუსის 121 აქტიური რეგისტრირებული შემთხვევაა
"ახალი პაციენტებიდან 2 ჩვენს კლინიკაშია . მათი ჯანმრთელობის მდგომარობა დამაკმაყოფილებელია", – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 931-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 795 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 514 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 590 000–ს გადააჭარბა, 5 800 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


