ბოლო 24 საათში Covid-19-ით უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიასა და ესპანეთში
01/07/2020 06:45:57 მსოფლიო
ბოლო 24 საათში Covid-19-ით უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიასა და ესპანეთში. დღე –ღამის გამავლობაში უკრაინაში დაავდებით 664 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო ევროპის ხსნებულ ორივე ქვეყანაში ჯამში [იტალია –142, ესპანეთი –301] – 443.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში Covid-19-მა 1 173 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 44 998 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 19 548 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 514 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 590 000–ს გადააჭარბა, 5 800 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 931-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 795 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


