Accentnews.ge
ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა სამხედროებში გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა სამხედროებში გამოყენებისთვის დაამტკიცა

01/07/2020 06:30:53 მსოფლიო

ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა სამხედროებში გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ვაქცინა სახელწოდებით Ad5-nCoV შემუშავებულია ერთობლივად ჩინეთის სამხედრო სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტისა და კომპანია CanSino Biologics-ის მიერ.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაქცინის კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ის უსაფრთხოა და გარკვეულწილად ეფექტიანი.

ვაქცინის გამოყენების ნებართვა 25 ივნისს ერთი წლის ვადით გაიცა. ნებართვის მიხედვით, მისი გამოყენება მხოლოდ სამხედროებში შეიძლება.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 514 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 590 000–ს გადააჭარბა, 5 800 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 931-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 795 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S