Accentnews.ge
ბოლო სამი კვირის განავლობაში COVID-19 სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს დაუდასტურდა

ბოლო სამი კვირის განავლობაში COVID-19 სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს დაუდასტურდა

30/06/2020 09:15:39 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო სამი კვირის განავლობაში კორონავირუსი სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს დაუდასტურდა.

„ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ტრაილერების მძღოლები არიან. დღემდე „პისიარ“ ტექნოლოგიით დადასტურებულია 30-მდე სატვირთოს მძღოლი.

ყოველდღიურად სადღაც 400-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის გამოკვლევა ხდება და ბოლო სამი კვირის განმავლობაში 30-მდე დადასტურებული შემთხვევაა „პისიარ“ ტექნოლოგიით. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღემდე სულ ჩატარებულია 11 000 „პისიარ“ ტესტი და 50 000-მდე სწრაფი ტესტი, როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დამყარებული:

"ერთ მილიონ მოსახლეობაზე თითქმის უკვე 30 000 ტესტზე ვართ ასული, რაც არ არის ცუდი მაჩვენებლი“.

დღეს საქართველოში 19 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S