Accentnews.ge
საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების 10 დადასტურებული შემთხვევაა

საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების 10 დადასტურებული შემთხვევაა

30/06/2020 07:16:01 საზოგადოება

ქვეყანაში ყირიმ-კონგოს ცხელების 10 დადასტურებული შემთხვევაა,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავამყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურში საეჭვო სიმპტომებით რამდენიმე პაციენტი იყო შესული, თუმცა მათ შემთხვევაში ყირიმ-კონგოს ცხელება გამოირიცხა.

"მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავს, რომელიც გამოჯანმრთელებულია და კლინიკას მალე დატოვებს. საეჭვო პაციენტი რამდენიმე იყო შემოსული, რომელთა შემთხვევაში გამოირიცხა ყირიმ–კონგო და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 10 დადასტურებული შემთხვევაა და ვნახოთ დინამიკაში როგორ იქნება“,– აღნიშნა თემის კომენტირებისას ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვის: ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსის ერთ-ერთი სახეობა. ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხაშია. ენდემიური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში. საქართველოში პირველად ამ დაავადების დიაგნოსტირება რამდენიმე წლის წინ მოხდა.

ვირუსის გამომწვევი ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე დაავადების გადამტანები – ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ. ინფექციის წყარო ინფიცირებული ცხოველი ან ავადმყოფი ადამიანია. ინფექციის გადამტანია 20-ზე მეტი სახეობის ტკიპაა.

დაავადების გამომწვევი გარეული ძუძუმწოვრებისგან ტკიპის მეშვეობით შინაურ ცხოველებს გადაედება, მათგან კი – ისევ ტკიპის საშუალებით – შესაძლოა ადამიანი დასნებოვნდეს. ამდენად, ადამიანისთვის ძირითად საფრთხეს წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი წარმოადგენს. მსოფლიო სტატისტიკით დაავადებულთა 15%-ის (ხშირად გაცილებით მაღალი – 30-40%) გადარჩენა ვერ ხერხდება,

ადამიანის დასნებოვნების ძირითადი გზა დავადების გამომწვევი ვირუსის მატარებელი ტკიპის კბენაა. დასნებოვნების მაღალი რისკის ქვეშ არიან უმთავრესად სოფლად მცხოვრები ზრდასრული პირები, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ შინაურ ცხოველებთან. დასნებოვნება შესაძლებელია ინფიცირებული საქონლის ხორცთან კონტაქტითაც, თუმცა ამ გზით ინფიცირება იშვიათია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყირიმ-კონგოს ცხელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვში შედის, არის ის, რომ დაავადებული ადამიანიც ინფექციის წყაროა. იგი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების შორს წასულ შემთხვევებში.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების სიმპტომები

დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას – 5-6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი – 13-14 დღე. ამ პერიოდში უეცრად იწყება ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, გამონაყარი, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუდან (ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), ჩაწითლებული თვალები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S