Accentnews.ge
აშშ-ის 16 შტატში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება შეჩერდა

აშშ-ის 16 შტატში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება შეჩერდა

30/06/2020 05:20:58 მსოფლიო

აშშ-ის რიგ შტატში ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება შეჩერდა.

კარანტინისა და შეზღუდვების მოხსნის შეჩერების შესახებ, სულ მცირე, 16 შტატის, მათ შორის, არიზონას, არკანზასის, კალიფორნიის, დელავერის, ფლორიდის, აიდაჰოს, ლუიზიანის, ჩრდილოეთ კაროლინის, ნიუ ჯერსის, ნევადის, ნიუ მექსიკოს, ტეხასისა და ვაშინგტონის გუბერნატორებმა განაცხადეს.

შტატების ნაწილში შეზღუდვების ნაწილი ხელახლა დააწესეს. მაგალითად, არიზონაში სულ მცირე 30 დღით დაიხურება ბარები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და საცურაო აუზები.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 2,5 მილიონს სცდება. დაავადებით გარდაცვლილია 126 133 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S