Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთს უკრაინის გამო დაწესებული სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთს უკრაინის გამო დაწესებული სანქციები გაუხანგრძლივა

29/06/2020 16:08:10 მსოფლიო

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთს უკრაინის კონფლიქტში მისი როლის გამო დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივეს.

ევროპის საბჭო მიიჩნევს, რომ მისკის შეთანხმება, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი უნდა დაესრულებინა "კვლავაც არ არის მიღწეული სრული განხორციელება".

ევროპის ქვეყნების ლიდერები 19 ივნისს გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ სანქციებს მას შემდეგაც გაახანგრძლივებდნენ, როცა მათ 31 ივლისს ვადა ამოეწურებოდა.

სანქციები პირველად 2014 წლის ივლისში შემოიღეს რუსეთის მხრიდან უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის. კონფლიქტს 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ევროკავშირმა რუსეთს სანქციები ასევე დაუწესა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებისთვის.

სანქციებს, რომელთა ძირითადი სამიზნეა რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკის და თავდაცვის ინდუსტრიები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S